Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული მოძრაობა მოყვარული ფოტოგრაფის თვალით


ეროვნული მოძრაობა მოყვარული ფოტოგრაფის თვალით
please wait

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
84 წლის ნაზი გაბაიძემ, რომელიც პროფესიით ექიმი-ფარმაცევტია, 35 წლის წინ, ერთ დღეს, ხელში ფოტოაპარატი აიღო და გადაღება დაიწყო - ეს ეროვნული მოძრაობის წლებია, როცა თბილისსა და დანარჩენ საქართველოში აქცია აქციაზე იმართება დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
ნაზიმ, რომელიც არც ერთ დემონსტრაციას არ აცდენდა, გადაწყვიტა, რომ რადგან ამ პროცესების ფირზე აღბეჭდვა დაიწყო, ბოლომდე მიჰყვებოდა და იმ დღეების ფოტოარქივს შექმნიდა.
მოყვარულმა ფოტოგრაფმა 1988 წლიდან 1991 წლის ჩათვლით თითქმის ყველა დემონსტრაცია გადაიღო. იღებდა ლიდერებს, ქალებს, ბავშვებს, იმდროის მთავარ ლოზუნგებს, საპროტესტოდ შეკრებილი ადამიანების ტიპაჟებს და ასე მოუგროვდა 1200 ფოტო ამბავი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებიდან.
ამ ფოტოფირების ნაწილი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გააციფრულა, ძირითად არქივს კი, ფოტოებს, ფირებს ნაზი ინახავს. ხანდახან გული სწყდება, რომ ამ ფოტოების შესახებ ბევრმა არ იცის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მთავარია, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხი პერიოდის ამბები მანაც შემოინახა.
XS
SM
MD
LG