Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანცისკე: იარაღი მშვიდობას არასოდეს მოიტანს


 რომის პაპი ფრანცისკე. ვატიკანი. 8 ნოემბერი. 2023 წელი
რომის პაპი ფრანცისკე. ვატიკანი. 8 ნოემბერი. 2023 წელი

რომის პაპი ფრანცისკე 12 ნოემბერს გამოვიდა მოწოდებით, ღაზის სექტორში დახმარება გაუწიონ დაჭრილებს და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

პაპი ითხოვს ასევე ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდას და რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.

Reuters-ის ცნობით, რომის პაპმა „უფლის ანგელოზის“ საკვირაო ლოცვის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ „დაე, შეჩერდეს იარაღის [მოქმედება], ის მშვიდობას არასოდეს მოიტანს, და კონფლიქტი არ უნდა გაფართოვდეს“.

XS
SM
MD
LG