არაბულ-ისლამურმა სამიტმა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა 11 ნოემბერს, მოწოდება გამოთქვა, დასრულდეს ღაზაში ომი და უარყო თავდაცვის მოტივით ისრაელის ქმედებების გამართლება პალესტინელების წინააღმდეგ, იუწყება Reuters-ის სააგენტო.
საუდის არაბეთი თვლის, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით ღაზის მომავალზე, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გარდაო.
სამიტმა დაგმო "ისრაელის აგრესია ღაზის სექტორში, ომის დანაშაულები და ბარბაროსული და არაადამიანური ხოცვა-ჟლეტა საოკუპაციო მთავრობის მიერ", ნათქვამია საბოლოო განცხადებაში.
მასში გამოთქმულია მოწოდება ღაზის სექტორის ალყის დასრულების, ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეშვების და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ.
არაბმა და მუსლიმმა ლიდერებმა ოითხოვეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს "გადაჭრითი და სავალდებულო რეზოლუცია", რათა შეეჩერდეს ისრაელის "აგრესია" ღაზაში.
ამის ფონზე ლიბანის „ჰეზბოლას“ მეთაურმა, ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გააფრთხილა ლიბანის შიიტური დაჯგუფება, ნუ გაამწვავებს ვითარებას სასაზღვრო არეალში.