Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად ბოლო კვირებში რუსეთმა იერიში მიიტანა კიევზე


უკრაინის საჰაერო თავდაცვა დრონის გადატაცებისას კიევის თავზე.30 მაისი, 2023 წელი
უკრაინის საჰაერო თავდაცვა დრონის გადატაცებისას კიევის თავზე.30 მაისი, 2023 წელი

უკრაინის დედაქალაქის სამხედრო მმართველობის მეთაურის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, დილით ადრე კიევის საჰაერო სივრცეში ანტისარაკეტო თავდაცვამ ერთი რაკეტა ჩამოაგდო და გადაიტაცა.

მისი თქმით, მსხვერპლი და ზარალი თავდასხმას არ მოჰყოლია.

უკრაინის დედაქალაქში 11 ნოემბერს დილით საჰაერო თავდასხმის სიგნალების ხმა ისმოდა და იყო რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რასაც ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო უკავშირებს იმ ფაქტს, რომ საჰაერო თავდაცვა კიევის მახლობლად მოქმედებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსული ჯარები ცდილობდნენ კიევზე დარტყმას ბალისტიკური რაკეტებით, აღნიშნავს BBC-ს რუსული სამსახური.

დედაქალაქის რეგიონში დაზიანდა ხუთი კერძო სახლი და რამდენიმე საზოგადოებრივი შენობა, განაცხადა კიევის ოლქის გუბერნატორმა, რუსლან კრავჩენკომ. ამავე ცნობით, ორი რაკეტა დაეცა დაუსახლებელ ველზე.

XS
SM
MD
LG