Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი


ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი

რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს, საღამოს, სტამბოლში გარდაიცვალა. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ქეთი რადიო თავისუფლებასთან 2017-2020 წლებში თანამშრომლობდა. ის იყო ქუთაისში რეგიონული კორესპონდენტი და აშუქებდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამასთან, 2004 წლიდან რადიო „ძველ ქალაქთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისიდან ამზადებდა რეპორტაჟებს რადიო თავისუფლებისთვის.

რადიო თავისუფლების რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ქეთის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

XS
SM
MD
LG