"ჰამასის" მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელთან ომის შედეგად პალესტინელთა მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 10 000-ს ადამიანს.
6 ნოემბერს გავრცელებული ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს სიმძიმეს ბრძოლისა, რომელიც სწრაფად გადაიქცა ყველაზე სისხლიან ომად ისრაელის 75 წლის წინ დაარსების შემდეგ.
ომმა იფეთქა 7 ოქტომბერს, როცა "ჰამასის" ექსტრემისტებმა ღაზიდან ისრაელზე მიიტანეს შეტევა, დახოცეს 1400-ზე მეტი ადამიანი და მძევლად აიყვანეს 240-მდე პირი. ისრაელმა ამას უპასუხა ძლიერი საჰაერო იერიშებით, და შემდეგ სახმელეთო შეჭრით.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ღაზაში მოკლულია 10 022 ადამიანი. სამინისტრო არ აკონკრეტებს მსხვერპლთაგან რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი მებრძოლი.