ქარელის მუნიციპალიტეტში 12 წლის ბავშვი 22 წლის კაცმა მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემთხვევა შაბათს, 4 ნოემბერს გვიან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მოტაცების შესახებ პოლიციას ოჯახის ახლობელმა აცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.