Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საბერძნეთში, სხვადასხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ქართველი მეზღვაური.

ერთი ქართველი მეზღვაური 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. გემი იქ სარემონტო სამუშაოებზე იყო გაჩერებული. მეზღვაური საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

„აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ”, - აცხადებენ უწყებაში.

XS
SM
MD
LG