Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ აშშ-ს გადასცა 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული პირი


საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ აშშ-ს გადასცა პირი, რომელსაც ბრალად ედება 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლება და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით თაღლითური სქემების მოწყობა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებული „მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი იყო, რომელმაც „სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა“ და ამ პლატფორმების მეშვეობით „6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა“.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის.

XS
SM
MD
LG