Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია


კლინიკა "ავერსი", საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა
კლინიკა "ავერსი", საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა

"ავერსის" კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, - წერს რატი ბრეგაძე. იგი მადლობას უხდის თანამშრომლებს, შს მინისტრსა და პოლიციას მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც "ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა".

„ავერსის” კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე დაკავებულია ის ბადრაგიც, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა.

გუშინ, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოგვიანებით მათ მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".

XS
SM
MD
LG