Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში 300-ზე მეტი უცხოელი გადავიდა


ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელები რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე. 1 ნოემბერი, 2023.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელები რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე. 1 ნოემბერი, 2023.

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში 300-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი ოთხშაბათს, 1 ნოემბერს, რეგიონიდან ევაკუაციის პირველ დღეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე და პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

სექტორიდან რამდენიმე ასეული ადამიანის გასვლის შესახებ ასევე იტყობინება AFP და CBS News-ი.

მანამდე რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც აკონტროლებს ღაზას, გამოაქვეყნა სია, რომელშიც შედის დაახლოებით 500 უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელი, რომლებსაც უფლება აქვთ დატოვონ ღაზა. რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ამ სიაში ჯერ არ არიან შეყვანილი. ევაკუაცია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

ისრაელის არმია დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“, მიერ სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“.

მანამდე ისრაელის სამხედროებმა ღაზის მოსახლეობას სექტორის სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთია, რომელიც გახსნილია პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. გაერო აცხადებს, რომ ღაზაში საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტია.

ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე ადამიანი დატყვევებულია და ღაზაშია გადაყვანილი.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ხელისუფლება, თავის მხრივ, იუწყება რვა-ნახევარი ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG