Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში 150-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ხანძარი ლუგელას ხეობაში
ხანძარი ლუგელას ხეობაში

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.

„ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს", - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG