ანსამბლ "მაშინა ვრემენის" ლიდერმა ანდრეი მაკარევიჩმა თქვა, რომ ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ჯგუფის კონცერტების ორგანიზატორებს ემუქრებიან. მუსიკოსის თანახმად, ეს განპირობებულია იმით, რომ მან მხარი დაუჭირა ისრაელის საომარ მოქმედებას „ჰამასის“ წინააღმდეგ.
„კიდევ ერთხელ ვაპირებთ თქვენთან ჩამოსვლას. აქ კი ვიღაც უცნაურმა ადამიანებმა მუქარებით აიკლეს კონცერტის ორგანიზატორები. როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე მხარს ვუჭერ ისრაელს თავის ომში. მხარი დავუჭირე იმ ქვეყანას, რომელშიც მე ვცხოვრობ", - ამბობს მაკარევიჩი ვიდეომიმართვაში.
უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოთხი კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტი 27 ნოემბერს დაგეგმილია ტაშკენტში, 29 ნოემბერს – ბიშკეკში, 1 დეკემბერს – ალმათში და 3 დეკემბერს – ასტანაში. მანამდე რამდენიმე უზბეკურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაშკენტში კონცერტი გაუქმებულია, თუმცა "მაშინა ვრემენის“ ვებგვერდზე ინფორმაცია ცვლილებაზე არ ასახულა. კონცერტის გაუქმებაზე არაფერი უთქვამს თავად მაკარევიჩსაც.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, მაკარევიჩი ისრაელში გადავიდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს.