ისრაელმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთიდან გაიწვევს თავის დიპლომატიურ შემადგენლობას - მას მერე, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა სოციალური მედიით დაწერა: "თურქეთიდან გავრცელებული მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, გავეცი იქ დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება, საიმისოდ, რომ გადასინჯულ იქნეს კავშირები ისრაელსა და თურქეთს შორის".
სტამბოლში, პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ემზადება ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოსაცხადებლად, ღაზაში მისი ნაბიჯების გამო. "ისრაელო, ჩვენ შენ მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოგაცხადებთ" - თქვა თურქეთის ლიდერმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.