რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის ეს მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
გზის 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 362 მეტრის ხიდი.
საერთო ჯამში, რიკოთის პროექტის ფარგლებში შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი, ამ დროისათვის კი, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.