Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გაეროში აცხადებს, რომ "ცეცხლისგან" აშშ-ც არ იქნება დაცული, თუ ღაზაში ომი გაგრძელდება


ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 26 ოქტომბერს გაეროში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს საპასუხო იერიშს "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზის სექტორში, აშშ-ც "არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან".

ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებებით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მისი თქმით, ირანი არ მიესალმება რეგიონში ომის გაფართოებას და მზად არის, "თავისი როლი შეასრულოს" ჰუმანიტარულ ძალისხმევაში.

XS
SM
MD
LG