Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვს "ჰამასის" დელეგაცია სტუმრობს


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

გასამხედროებული პალესტინური დაჯგუფების, ღაზის სექტორზე კონტროლის მქონე "ჰამასის" დელეგაცია ამჟამად მოსკოვს სტუმრობს - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA, პალესტინელთა დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფ პირებს შორის არის "ჰამასის" მაღალი რანგის წევრი აბუ მარზუკი.

რუსეთს კავშირები აქვს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან ახლო აღმოსავლეთში - მათ შორის ისრაელთან, ირანთან, პალესტინის ავტონომიასთან და "ჰამასთან".

ამჟამინდელ კრიზისში მოსკოვი ადანაშაულებს აშშ-ის დიპლომატიის ჩავარდნას და გამოდის მოწოდებებით ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების განახლებისკენ, სამშვიდობო გადაწყვეტის პოვნის მიზნით.

სხვა განცხადებაში ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღირი კანი და მოლაპარაკებას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუხინთან. ბაღირი ირანის მთავარი წარმომადგენელია ბირთვული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG