Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აფხაზი მებრძოლი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა

აფხაზი მებრძოლი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა


საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო რუსული წარმოების ავტომატით
საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო რუსული წარმოების ავტომატით

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ „აფხაზეთის ერთი მოქალაქე უკრაინის ტყვეობაშია“.

„სამწუხაროდ, არის ასეთი პრეცედენტი. აფხაზეთის მოქალაქე ტყვეობაშია და მის გასათავისუფლებლად გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენები დონბასშიც მუშაობენ“, - განაცხადა კვიცინიამ 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კვიცინია, რომელიც „აფხაზეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლადაა“ დანიშნული „რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან“ ურთიერთობაში, ამბობს, რომ „ასეთი საკითხები, სამწუხაროდ, სწრაფად არ წყდება“.

„ახლობლები მოდიოდნენ ჩვენთანაც და პრეზიდენტთანაც. ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად“, - განაცხადა ლევ კვიცინიამ.

მას ტყვედ ჩავარდნილის ვინაობა არ დაუსახელებია, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

აფხაზი მებრძოლები უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მოხალისეებად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG