Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს


მარცხნიდან: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
მარცხნიდან: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევდა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ტასს-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც თავის კოლეგას, ჩოი სონ ჰუის შეხვდა, შემდეგ კი მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მედიის კითხვის პასუხად, გაუწევდა თუ არა რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასასვენებლად წასვლის რეკომენდაციას, ლავროვმა განაცხადა, რომ „გაუწევდა“.

გასულ თვეში რუსეთში ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკება 13 სექტემბერს რუსეთის „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომზე გაიმართა.

ჩრდილოეთი კორეა სირიასთან ერთად ერთ-ერთია ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მოსკოვს ღიად უჭერენ მხარს უკრაინასთან ომში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რაოდენობით. ახლა ის მეოთხეა, მას, სირიასა და ირანს რუსეთი უსწრებს.

ჩრდილოეთი კორეა - იზოლირებული კომუნისტური დიქტატურაა. 1950-53 წლების კორეის ომის დასრულების შემდეგ ფორმალურად, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა ომის მდგომარეობაში რჩებიან.

XS
SM
MD
LG