18 ოქტომბერს ევროპის კომისია გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას ვიზების გაუქმების უფრო საიმედო მექანიზმი, რაც არის ბლოკის მცდელობის ნაწილი, გაატაროს რეფორმა მიგრაციის პრობლემატურ სისტემაში.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ გააფართოებს იმ მიზეზების სიას, რომელთა გამოც შეეძლება უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ჰიბრიდული საფრთხე და საფრთხე ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მიცემის სქემების მოქმედებაში.
ამას გარდა, ევროკავშირს სურს დააწესოს სწრაფი რეაგირების ახალი პროცედურა იმ შემთხვევებისთვის, თუ არსებობს უსაფრთხოების მუქარა ან მოსალოდნელია გზაში მყოფი მიგრანტების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.