Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა დაგმო ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა და პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაჭრით დაგმო ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა და თქვა, რომ „არასოდეს შევეგუებით იმას, რომ თავდასხმა ხდება ებრაულ დაწესებულებაზე.“

პოლიციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი ესროლეს სინაგოგას ბერლინის ცენტრში 18 ოქტომბერს, როცა ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში გახშირდა ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები.

გერმანიის წამყვანმა ებრაულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი პირი, მაგრამ სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია.

არსებული ცნობით, ბოთლები ტროტუარზე დაეცა და ჩაქრა. შენობას, რომელშიც სინაგოგის გარდა, საბავშვო ბაღი მდებარეობს, ზიანი არ მისდგომია.

XS
SM
MD
LG