პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის" მოქმედება და პოლიტიკა არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, იტყობინება WAFA - ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო.
სატელეფონო საუბრისას, რომელიც აბასმა გამართა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, აბასმა „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას“ უწოდა „პალესტინელი ხალხის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი“.
უფრო ადრე, ისრაელში "ჰამასის" შეჭრიდან მეხუთე დღეს, როცა შეხვედრა გამართა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან, აბასმა თქვა, რომ არაფერი იცოდა მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ.
„ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - თქვა აბასმა, რომელმაც აბდულა II-სთან ერთად მოითხოვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.