Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთს წყლის მიწოდება აღუდგა


საჭმლის მომზადება ღაზაში. 15 ოქტომბერი, 2023 წელი
საჭმლის მომზადება ღაზაში. 15 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის გადაწყვეტილება.
კაცის თქმით, ამაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. ისრაელმა მიმართა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას, დატოვოს საცხოვრებელი და სამხრეთში წავიდეს.
წყლის მიწოდების აღდგენა „უბიძგებს მშვიდობიან მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ" წავიდეს, - თქვა კაცმა განცხადებაში ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელმა შეწყვიტა წყლის მიწოდება მთელ ტერიტორიაზე, როგორც პალესტინის ანკლავისთვის დაწესებული „სრული ალყის“ ნაწილი.
სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს.
როგორც Guardian-ი იტყობინებოდა, გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG