Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ალექსანდრ სოკუროვის ფილმის ჩვენება საერთაშორისო კინოფესტივალზე


ალექსანდრ სოკუროვის ფილმ "ზღაპრის" პლაკატი
ალექსანდრ სოკუროვის ფილმ "ზღაპრის" პლაკატი

კინორეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ფილმ „ზღაპარს“ აღარ აჩვენებენ КАРО.Арт-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ოქტომბერში იმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

ის რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა. ამის შესახებ თვითონ რეჟისორი იტყობინება ტელეგრამ-არხით.

მისი თქმით, მოელის, რომ „ზღაპარს“ არ მისცემენ გაქირავების საბუთს და მის ადრინდელ ნამუშევრებზე დააწესებენ უსიტყვო აკრძალვას. სოკუროვი ამბობს, რომ არ იცის, რატომ მოიხსნა მისი ფილმი ფესტივალზე ჩვენებიდან.

„ზღაპრის“ პრემიერა შედგა წელს, აგვისტოში, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის ავტორმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ფილმია. სურათის მთავარი გმირები არიან, იოსებ სტალინი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი და უინსტონ ჩერჩილი, რომლებიც ჯოჯოხეთში ხვდებიან ერთმანეთს.

ამ პერსონაჟების გამოსახატად სოკუროვი იყენებს დოკუმენტურ კადრებს და ამ ისტორიული პირების რეალურ გამოსვლებს.

რეჟისორის თანახმად, ფილმი გადაიღეს რუსეთის მსახიობების და რუსეთის დაფინანსების გარეშე.

XS
SM
MD
LG