Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ დე გოლის აეროპორტში დახვდა ისრაელიდან ჩასულ საფრანგეთის მოქალაქეებს. 12 ოქტომბერი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ დე გოლის აეროპორტში დახვდა ისრაელიდან ჩასულ საფრანგეთის მოქალაქეებს. 12 ოქტომბერი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის იმყოფება ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად.

როგორც Time of Israel-ი იტყობინება, კოლონა აცხადებს, რომ მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას:

„ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს“, - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. ამასთანავე, უცნობია საფრანგეთის იმ მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა, რომელთა ადგილსამყოფლის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ისრაელის სხვა მოქალაქეებთან ერთად „ჰამასს“ ტყვედ ჰყავს აყვანილი. 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადგენილია ტყვედ აყვანილი 126 ადამიანის ვინაობა.

საფრანგეთში არეულობის თავიდან ასაცილებლად აიკრძალა ყველა სახის პროპალესტინური აქციები. ერთ-ერთი ასეთი აქცია, რომელიც, აკრძალვის მიუხედავად, მაინც გაიმართა 12 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკებით დასრულდა.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.

XS
SM
MD
LG