Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის გადავსებულ საავადმყოფოებში ათასობით ადამიანი შეიძლება დაიხოცოს - საწვავის მარაგი იწურება, სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ახლოვდება


ქალაქი ხან-იუნისი საავიაციო დარტყმის შემდეგ. ღაზის სექტორი. 2023 წლის 15 ოქტომბერი
ქალაქი ხან-იუნისი საავიაციო დარტყმის შემდეგ. ღაზის სექტორი. 2023 წლის 15 ოქტომბერი

ღაზის დაჭრილებით გადავსებული საავადმყოფოების ექიმების თანახმად, ათასობით ადამიანი შეიძლება დაიხოცოს, რადგან საავადმყოფოებში , რომლებიც სავსეა დაჭრილებით და დაშავებულებით, იწურება საწვავის და სხვა ძირითადი მოხმარების პროდუქტის მარაგი.

AP-ის ცნობით, ალყაშემორტყმულ ანკლავში პალესტინელები ცდილობენ მოიპოვონ სურსათი, წყალი და უსაფრთხო ადგილები ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის წინ, რომელიც მოჰყვება ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მას მერე, რაც რადიკალურმა „ჰამასმა“ იერიში მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს.

ღაზის საზღვრებთან განთავსებული ისრაელის ჯარები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ხომალდები, ემზადებიან ფართომასშტაბიანი კამპანიისთვის, როგორც ისრაელი აცხადებს, „ჰამასის“ განადგურების მიზნით.

მთელი კვირის განმავალობაში ბომბავს ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორს, მაგრამ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო გასროლები გაგრძელდა.

ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანახმად, საბრძოლო მოქმედების დაწყების შემდეგ 2329 პალესტინელი დაიღუპა, მეტი, ვიდრე 2014 წლის ღაზის ომის დროს, რომელიც ექვს კვირას გრძელდებოდა.

ამჟამინდელი ომი ღაზაში ყველაზე სისხლიანი ომია. დაღუპულია 1300 ისრაელელი, მათ შორის დიდი უმრავლესობა არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დაიღუპნენ „ჰამასის“ იერიშის დროს 7 ოქტომბერს.

AP-ის მონაცემებით, ეს ომი ეგვიპტესა და სირიასთან 1973 წლის ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანია.

სააგენტოს მოჰყავს გაეროს მონაცემები, რომელთა მიხედვით, ღაზის საავადმყოფოებში ილევა საწვავის მარაგი, რაც საფრთხეს შეუქმნის ათასობით პაციენტის სიცოცხლეს. ღაზაში მოქმედი ერთადერთი ელექტროსადგური გაჩერდა მას მერე, რაც ისრაელმა მთლიანად გადაკეტა 40 კილომეტრიანი საზღვარი.

XS
SM
MD
LG