ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილისთვის განახლებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის დაზუსტებითაა ცნობილი „ჰამასის“ მიერ გატაცებული 126 ადამიანის შესახებ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გაიტაცა და ღაზის სექტორში გადაიყვანა 150 ადამიანი.
რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.