Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელში აშშ-ის 29 მოქალაქეა დაღუპული და 15 უგზო-უკვლოდ დაკარგული


აშკელონი. 2023 წლის 7 ოქტომბერი
აშკელონი. 2023 წლის 7 ოქტომბერი

აშშ-ის 29 მოქალაქე დაიღუპა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად ისრაელში, ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა 14 ოქტომბერს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ის 27 მოქალაქე ემსხვერპლა ძალადობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-მა იცის 15 მოქალაქის და ერთი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირის შესახებ, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული და „მუშაობს დღისა და ღამის განმავლობაში“ მათი ადგილსამყოფლის დასადგენად.

აშშ თანამშრომლობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე, მათ შორის დაზვერვის მონაცემების გაზიარებაზე, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG