Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის აქციაში


პროპალესტინური დემონსტრაცია ლონდონში 9 ოქტომბერს. (საილუსტრაციო ფოტო)
პროპალესტინური დემონსტრაცია ლონდონში 9 ოქტომბერს. (საილუსტრაციო ფოტო)
ბრიტანეთის დედაქალაქში 14 ოქტომბერს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომელზეც სოლიდარობა გამოუცხადეს პალესტინელ ხალხს.
ცნობით, დემონსტრანტები შეიკრიბნენ BBC-ის ცენტრალურ ოფისთან და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. პოლიციამ თავიდანვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ დააკავებდა ყველას, ვინც „ჰამასის“ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით, "თავისუფლება პალესტინას“.

გერმანიაში, ფრანკფურტსა და ბერლინში პალესტინელთა მომხრეებს ხელისუფლებამ უარი უთხრა დემონსტრაციის ჩატარებაზე.

დიუსელდორფში რამდენიმე ასული ადამიანი მონაწილეობდა ნებადართულ დემონსტრაციაში.

გერმანიის ქალაქ კიოლნში, სასამართლომ სწრაფი წესით განიხილა და დემონსტრაციის უფლება მისცა პროპალესტინურ ჯგუფს. ისრაელის მიმართ სოლიდარობის დემონსტრაცია მათი შეხვედრის უშუალო სიახლოვეში გაიმართა, მათ ერთმანეთისგან პოლიციის რაზმი ყოფდა.

გერმანიის მედიის ცნობით, ორივე თავყრილობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

XS
SM
MD
LG