Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ემზადება "კოორდინირებული" სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმისთვის ღაზაზე


ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

„ქვედანაყოფები და ჯარისკაცები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდეგი ეტაპებისთვის - აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების 14 ოქტომბრის საღამოს განცხადებაში. მის თანახმად, მზადება დასასრულს უახლოვდება, სხვათა შორის გამოძახებულია 300 ათასი რეზერვისტი.

რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

"ჰამასის" ირიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მიერ შურისძიების მიზნით ღაზის სექტორის დაბომბვისას 2200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას მიმართა, დაიტოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.
XS
SM
MD
LG