საერთაშორისო სამართლით დაუშვებელია ამგვარი მასობრივი ევაკუაცია, როგორსაც ისრაელი მოითხოვს ღაზის სექტორში, - გაფრთხილებით გამოვიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი მას მერე, რაც ისრაელმა პალესტინელების ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მიმართა, დატოვონ იქაურობა.
„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, მაგრამ ყოველთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ნორმებში, რომელიც არ იძლევა ღაზიდან პალესტინელების ევაკუაციის ნებართვას, რაც გაერომაც განაცხადა“, - თქვა სანჩესმა ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ მერიდაში სოციალისტური პარტიის შეკრებაზე.

„ვგმობთ, მთლიანად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე, ისრაელელების დახოცვას, და მოვითხოვთ ყველა ისრაელელი მძევლის და ტყვის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას“, - თქვა სანჩესმა.
ისრაელი განაგრძობს გაძლიერებულ საპასუხო დარტყმებს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რასაც 1300 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის ავიაციის საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 2200 ადამიანი.
სანჩესმა სინანული გამოთქვა, რომ ძალადობის ბოლო ტალღამ „გამოიწვია შეშფოთება და არასტაბილურობა რეგიონსა და მსოფლიოში“ და გამოვიდა პრობლემის იმგვარი მოგვარების მოწოდებით, რომ გათვალისწინებული იყოს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა.
AFP-ის ცნობით, სანჩესი სათავეში უდგას კოალიციურ მთავრობას, რომელში შემავალმა, მისი პარტიის მემარცხენე მოკავშირეებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ჰამასის“ თავდასხმაზე თელ-ავივის საპასუხო ზომების მასშტაბები.
ისრაელმა მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებთ, დატოვონ საცხოვრებელი თავისი არმიის სახმელეთო იერიშის წინ, რომელიც უნდა დაწყებულიყო ისრაელში „ჰამასის" შეჭრიდან ერთ კვირაში.