სამხრეთ ისრაელში მდებარე ქალაქ აშკელონს 13 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან რაკეტები დაუშინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "Times Of Israel"- ავრცელებს
„ჰამასმა“ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშკელონისკენ 150 რაკეტა გაისროლეს. მაშველების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
- პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.