Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში შეთანხმდნენ საგანგებო მთავრობის შექმნაზე


საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის დროშები
საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის დროშები

ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ნეთანიაჰუ და განცი თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის არმიის ცახალის შტაბ-ბინაში, დღეს დილით შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდისა“ და „ეროვნული ერთობის“ იურისტებმა დეტალები შეათანხმეს.

შეიქმნება „სამხედრო კაბინეტი", რომელშიც შევლენ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბენი განცი და ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობა "არ წარმოადგენს არცერთ კანონპროექტს ან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეეხება ომს", ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდება ომის ხანგრძლივობის განმავლობაში.

შაბათს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, 8 ოქტომბერს რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ ნეთანიაჰუმ ომი გამოუცხადა. მანვე მიმართა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის მოწოდებით.

ბოლო დღეებში ნეთანიაჰუ და განცი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს დეტალების განსახილველად, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ დღეს მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG