ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ათ ოქტომბერს უარყო ირანის ჩარევა „ჰამასის“ მოულოდნელ იერიშში ისრაელზე, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი დიდ მხარდაჭერას უწევს პალესტინელთა გასამხედროებულ გაერთიანებას. იერიში განხორციელდა შაბათს, 7 ოქტომბერს.
„სიონისტური რეჟიმის მომხრეებმა და ზოგიერთმა პირებმა უზურპატორულ რეჟიმში [ისრაელი] გასულ ორ-სამ დღეში გაავრცელეს ხმები, მათ შორის იმის შესახებ, რომ ისლამური ირანი იყო ამ მოქმედების უკან. ისინი ცდებიან“, - განაცხადა ხამენეიმ სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას, იტყობინება AFP.
Reuters-ის თანახმად, ამასთან, ალი ხამენეი მიესალმა, როგორც თვითონ უწოდა, ისრაელის „გამოუსწორებელ“ სამხედრო და სადაზვერვო მარცხს.