Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა


ისრაელის ჯარისკაცები პატრულირებენ ქალაქ სდეროთში. 8 ოქტომბერი, 2023.
ისრაელის ჯარისკაცები პატრულირებენ ქალაქ სდეროთში. 8 ოქტომბერი, 2023.

ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. ამის შესახებ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და აამოქმედა ე.წ. პარაგრაფი 40-ალეფი. არმიამ მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო, იტყობინება სახელმწიფო რადიოსადგური Kan-ი.

ეს პუნქტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი ზომებიც კი, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს. ამასთან, ომის გამოცხადების შემთხვევაში მოსახლეობასა და ბიზნესს კომპენსაციები ერიცხება განსხვავებულ ფორმატში, ვიდრე სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს.

პარაგრაფი 40-ალეფი უკანასკნელად ამოქმედდა 50 წლის წინ, იომ კიპურის ომის დროს.

7 ოქტომბერს ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ მასირებული იერიში განახორციელა. ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლეს. შეიარაღებული ისლამისტები შეიჭრნენ სასაზღვრო რაიონებში, მოკლეს 600-ზე მეტი ადამიანი და აიყვანეს ტყვეები და მძევლები. ორი ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ოპერაცია „რკინის ხმლები“ და დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ორი ათასი დაიჭრა.

კვირას ლიბანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ ისრაელის დაბომბვაზე. ტელეგრამის არხები წერენ, რომ ისრაელის ტანკებმა ლიბანში ისლამისტების პოზიციებზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს.

XS
SM
MD
LG