Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუხატა ბენიამინ ნეთანიაჰუს


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰჯ. ნიუ-იორკი, 20 სექტემბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰჯ. ნიუ-იორკი, 20 სექტემბერი, 2023.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ისრაელს გამარჯვებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო ოპერაციის ჩატარება.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების საზარელ თავდასხმებს ისრაელზე“.

„ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობასა და ხალხს და თანავუგრძნობთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულ ისრაელელებს“, - დაწერა მან თავის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერში.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მჭიდრო კონტაქტში დარჩება ისრაელელ პარტნიორებთან.

XS
SM
MD
LG