Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გააუვნებლა რუსეთის ჯაშუშური ქსელი


უკრაინის უშიშროების განცხადებით, ჯაშუშური ქსელი რუსეთის საჰაერო ძალებს ეხმარებოდა ქალაქ ნიკოლაევზე განხორციელებულ დარტყმებში.
უკრაინის უშიშროების განცხადებით, ჯაშუშური ქსელი რუსეთის საჰაერო ძალებს ეხმარებოდა ქალაქ ნიკოლაევზე განხორციელებულ დარტყმებში.

უკრაინის უშიშროების სამსახური(SBU) აცხადებს, რომ სამხრეთის რეგიონში, ნიკოლაევში, მასშტაბური საგანგებო ოპერაციის შედეგად "გააუვნებლა" რუსეთის სადაზვერვო ქსელი.

"[ქსელი] მოიცავდა 13 ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც [რუსეთის] ეფესბესთვის მუშაობდნენ", - წერს უკრაინის უშიშროება 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

SBU-ს თქმით, ქსელის წევრები აგროვებდნენ მონაცემებს ნიკოლაევში უკრაინის ძალების ბაზების ადგილმდებარეობასა და გადაადგილებაზე და ეხმარებოდნენ რუსეთის საჰაერო ძალებს ქალაქ ნიკოლაევზე მიტანილ იერიშებში - მათ შორის შეტევაში, რომელსაც შარშან შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი შეეწირა.

SBU-ს მიერ გამოთქმული ბრალდებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG