Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 12 ხომალდი შევა შავი ზღვის დერეფანში, უკრაინის პორტებისკენ


უკრაინა აცხადებს, რომ კიდევ 12 ხომალდი შევა შავი ზღვის გადაზიდვის დერეფანში. 2023 წლის 4 ოქტომბერი
უკრაინა აცხადებს, რომ კიდევ 12 ხომალდი შევა შავი ზღვის გადაზიდვის დერეფანში. 2023 წლის 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერს უკრაინის ფლოტმა განაცხადა, რომ 12 ხომალდი მზადაა, შევიდეს შავი ზღვის გადაზიდვის დერეფანში, უკრაინის პორტებისკენ, სხვა 10 ხომალდი კი მზადაა დატოვოს ქვეყნის პორტები.

ფლოტის პრესმდივანმა დმიტრო პლეტენჩუკმა ეს განაცხადა იმ ფონზე, როცა უკრაინა ცდილობს არ დაემორჩილოს რუსეთის დე ფაქტო ბლოკადას უკრაინის ექსპორტზე, შავი ზღვის გავლით. მოსკოვი ივლისში გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც კიევს მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვის საშუალებას აძლევდა.

XS
SM
MD
LG