Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა USAID-ის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

2 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს, USAID-ის დაფინანსებით, თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ამ საკითხზე კომენტარი ვაშინგტონში, 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, სთხოვეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილეს, ვედანტ პატელს. მან გაიმეორა აშშ-ის საელჩოს მკაფიო განცხადება, რომ ბრალდება მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოს დახმარების მიზნებს, რომლებიც სრულად გამჭვირვალეა.

პატელის თქმით, აშშ განაგრძობს დახმარებას იმ ქართული ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციით და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG