Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უმასპინძლებს სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას


ევროკავშირი უმასპინძლებს აზერბაიჯანის და სომხეთის შეხვედრას მთიანი ყარაბაღის საკითხზე
ევროკავშირი უმასპინძლებს აზერბაიჯანის და სომხეთის შეხვედრას მთიანი ყარაბაღის საკითხზე

26 სექტემბერს ბრიუსელი უმასპინძლებს მაღალი რანგის წარმომადგენლებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში ბაქოს მიერ მოკლე სამხედრო ოპერაციით მიღწეული გამარჯვების შემდეგ, აცხადებს ბრიუსელი.

მოლაპარაკებას გაუძღვება სიმონ მორდიუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარი მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, აღნიშნავს საბჭოს პრესსამსახური.

აზერბაიჯანს და სომხეთს, ევროკავშირის გავლენიან წევრ სახელმწიფოებთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, შეხვედრაზე წარმოადგენენ უშიშროების საკითხებში ხელისუფლებების მრჩევლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ტოივო კლაარი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG