Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომდგენლებს ქალაქში ევლახში


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 24 ივლისი, 2023 წელი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 24 ივლისი, 2023 წელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მოიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ამბობდნენ". ადმინისტრაციის განცხადებაში გამოთქმულია ევლახში, აზერბაიჯანში, სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნა.

მაგრამ ბაქოს პირობა „ანტიტერორისტული ზომების“ შეწყვეტისთვის არის მოწინააღმდეგის დანებება, მის მიერ იარაღის დაყრა და უკანონო რეჟიმის თვითდაშლა.

განცხადებაში წერია, რომ სხვა შემთხვევაში „ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება ბოლომდე“.

XS
SM
MD
LG