Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აშშ-ის მაღალი რანგის ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა 7 დღის განმავლობაში. აშშ "შესაბამისად უპასუხებს"


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთში აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი. აშშ-ის სელჩოს თქმით, აშშ "შესაბამისად უპასუხებს" ამ ნაბიჯს.
სამინისტროს თანახმად, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელს გადაეცა ნოტა, რომელიც შეიცავს მკაცრ განცხადებას და რომელშიც აცნობეს, რომ შვიდი დღის განმავალობაში ქვეყანა უნდა დატოვონ საელჩოს პირველმა მდივანმა ჯეფრი სილინმა და მეორე მდივანმა დევიდ ბერნსტაინმა. სამინისტროს ცნობით, მათ ჩაიდინეს „უკანონო ქმედება“, კავშირს ინარჩუნებდნენ რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვთან, უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პირთან.
შონოვი აშშ-ის გენერალურ საკონსულოში, ვლადივოსტოკში მსახურობდა 25 წლის განმავლობაში. შემდეგ, 2021 წელს, რუსეთმა შეწყვიტა აშშ-ის მისიებში ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმება.
შონოვი აგვისტოში დააპატიმრეს იმისთვის, რომ ვითომ ამერიკელი დიპლომატებისთვის აგროვებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მხარე ვაშინგტონისგან მოელის სწორი დასკვნების გაკეთებას და თავს შეიკავებს კონფრონტაციული ნაბიჯებისგან.
მოგვიანებით აშშ-ს საელჩომ მოსკოვში განაცხადა, რომ აშშ "შესაბამისად უპასუხებს". აშშ-ს საელჩოს სპიკერმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა „კონფრონტაცია და ესკალაცია" ამჯობინა კონსტრუქციულ დიპლომატიურ ურთიერთქმედებას.
XS
SM
MD
LG