Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ყირიმზე დრონებით შეტევას


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ანექსირებულ ყირიმზე გახშირებული შეტევების ერთ-ერთი სამიზნეა ყირიმის ხიდი. 2023 წლის აგვისტო
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ანექსირებულ ყირიმზე გახშირებული შეტევების ერთ-ერთი სამიზნეა ყირიმის ხიდი. 2023 წლის აგვისტო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები ანექსირებულ ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ. სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვის დროით 05:30 საათისთვის „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „ყირიმის რესპუბლიკის“ თავზე გაანადგურეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი. კონკრეტულად სად, მითითებული არ არის.

ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა ევპატორიის რაიონში. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება იყო ქალაქ ევპატორიის დასავლეთით მდებარე სოფელ უიუტნოესთან, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG