Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული ყირიმიდან ვრცელდება ცნობები აფეთქებების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზა ევპატორიაში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზა ევპატორიაში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.

ყირიმიდან გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას ევპატორიაზე დრონებით შეტევა იყო. ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ევპატორიის რაიონში რუსეთის რამდენიმე სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

13 სექტემბერს სარაკეტო შეტევა იყო ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.

13 სექტემბერს რამდენიმე ბრიტანულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანია Sky News-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლზე შეტევისას გამოყენებული იყო ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.

XS
SM
MD
LG