უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ოფიციალურ პირებს საშუალებას აძლევდა, გარკვეული პერიოდით ისევ არ მოეხდინათ თავიანთი ქონების დეკლარაცია.
ზელენსკის მიერ 12 სექტემბერს გამოყენებული ვეტოს ფონია უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა, ებრძოლოს კორუფციას და დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ ამ ძალისხმევის ერთგულია.
გასულ კვირაში პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმ წესის აღდგენას, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს ავალდებულებს საჯაროდ განაცხადონ თავიანთ ქონებაზე - ამ წესის მოქმედება შეჩერდა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ გასულ კვირაში ჩატარებული კენჭისყრა მოიცავდა დაშვებას, რომელიც კიდევ ერთი წლით გადადებდა ქონების დეკლარაციის გასაჯაროებას.
ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ზელენსკი ამბობს, რომ ეს დეკლარაციები საჯარო უნდა იყოს "მყისვე და არა ერთი წლის შემდეგ".