Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს თავისი ქვედანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან სამხრეთში გადაჰყავს


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის ჯარების იერიში ლუგანსკის ოლქში. 7 ივლისი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის ჯარების იერიში ლუგანსკის ოლქში. 7 ივლისი, 2023.

უკრაინის ქვეითი ჯარი აგრძელებს ტაქტიკურ იერიშს რუსეთის პოზიციებზე სოფელ რაბოტინოს აღმოსავლეთით, რითაც ფიტავს რუსეთის ჯარებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასევე ზეწოლას ახორციელებენ ბახმუტის სამხრეთით მდებარე რუსულ პოზიციებზე, თანდათანობით წინ მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკას შორის, ნათქვამია ბრიტანული სამხედრო დაზვერვის უახლეს ანგარიშში.

როგორც ჩანს, რუსეთმა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან ჯარები გადაიყვანა სამხრეთით, რათა შეცვალოს გამოფიტული ნაწილები რაბოტინოს მახლობლად, წერს ბრიტანული დაზვერვა. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი გადაჯგუფება ზღუდავს რუსეთის არმიის შესაძლებლობას, საკუთარი შეტევითი ოპერაციები განახორციელოს ფრონტის ხაზის სხვა ნაწილებში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გადანაწილება რუსეთის თავდაცვით ხაზებზე ინტენსიური ზეწოლის ნიშანია, განსაკუთრებით რაბოტინოს გარშემო.

XS
SM
MD
LG