Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ABC News: აშშ განიხილავს უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებას


ATACMS-ის სარაკეტო კომპლექსი
ATACMS-ის სარაკეტო კომპლექსი

შეერთებული შტატები უკრაინას დიდი ალბათობით მიაწვდის ATACMS სარაკეტო სისტემებს: ქვეყანაში მოულოდნელად აღმოაჩინეს მათი რეზერვები. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

„ისინი ახლოს არის“ - თქვა მედიაორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ და აღიარა, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს ოფიციალურ განცხადებამდე. სხვა წყაროს თანახმად, რაკეტების მიწოდება „განხილვის სტადიაშია“ და სავარაუდოდ შედის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინის დახმარების შემდეგ პაკეტში. ამასთან, რაკეტების მიღებამდე შეიძლება თვეები გავიდეს, აღნიშნა მან.

მოდიფიკაციის მიხედვით, ATACMS რაკეტების დიაპაზონი შეიძლება აღემატებოდეს 300 კილომეტრს. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც განლაგებული არიან ფრონტის ხაზის მიღმა, სიღრმეში, კერძოდ - ანექსირებულ ყირიმში. მანამდე ვაშინგტონი უარს ამბობდა ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე, ნაწილობრივ იმის შიშით, რომ ეს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა, ნაწილობრივ კი ასეთი სისტემების შეზღუდული მარაგის გამო.

ახლა აშშ-მა აღმოაჩინა, რომ მას უფრო მეტი ATACMS აქვს მომსახურებაში, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, განუცხადა ABC News-ს ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ვარგისია აღმოჩენილი კომპლექსები ექსპლუატაციისთვის.

მანამდე, 2023 წელს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს რაკეტები Storm Shadow (იგივე SCALP), რომელთა მოქმედების ოფიციალური დიაპაზონი 250 კილომეტრია. უკრაინამ ისინი უკვე გამოიყენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმებისთვის.

XS
SM
MD
LG