Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე გადაადგილება აკრძალეს


გზის ის მონაკვეთი, სადაც გადაადგილება აკრძალულია
გზის ის მონაკვეთი, სადაც გადაადგილება აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ აკრძალულია გადაადგილება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე.

ამ ადგილზე ღამით წვიმის გამო ჩამოიშალა მიწის მასა. ეს არის მიზეზი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღსადგენად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე მესამე დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი წვიმა მოდის. ამის გამო განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლები და დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

7 სექტემბერს "გარემოს ეროვნულმა სააგენტომ" ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ. სახელმწიფო სამსახური იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება.

XS
SM
MD
LG