Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დაფინანსების საქმეზე


ილია სტარცევი
ილია სტარცევი

რუსეთის ქალაქ ორიოლის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დაფინანსების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე 36 წლის ილია სტარცევი დააპატიმრეს. ამის შესახებ მისმა მეგობრებმა „სევერ.რეალიის“ რედაქციას განუცხადეს. ერთი დღით ადრე სტარცევი მოსკოვში დააკავეს. რუსეთის გარდა, მას აქვს აშშ-ს მოქალაქეობა.

36 წლის სტარცევი ინგლისურის მასწავლებელია. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა აშშ-ში. ზრდასრულ ასაკში ის რუსეთში დაბრუნდა. ნაცნობების თქმით, სტარცევმა მხარი დაუჭირა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

რუსეთში ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ორგანიზაციამ ამ გადაწყვეტილებას ექსკლუზიურად პოლიტიკური უწოდა. ფონდის დონორები რამდენჯერმე მისცეს პასუხისგებაში ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსების მუხლით. იგი კერძო პირისთვის რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 სექტემბერს ფსბ-მ გაავრცელა ინფორმაცია ფონდის დაფინანსების შემთხვევაში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სამი ადამიანის დაკავების შესახებ. სტარცევის გარდა, დააკავეს ანდრეი ნოვოკრეშჩენიხი კრასნოიარსკიდან და გლებ კალინიჩევი ნიჟნი ნოვგოროდიდან.

XS
SM
MD
LG