Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კუბა ირწმუნება, რომ გამოავლინა უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა დაქირავების რუსული ქსელი

კუბა ირწმუნება, რომ გამოავლინა უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა დაქირავების რუსული ქსელი


ფოტო არქივიდან. კუბის დროშა ამ ქვეყნის საელჩოსთან, ვაშინგტონში
ფოტო არქივიდან. კუბის დროშა ამ ქვეყნის საელჩოსთან, ვაშინგტონში

კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ გამოავლინა ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა გასაგზავნად.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ აღმოჩენილი ქსელი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც მუშაობა მიმდინარეობს, რუსეთიდან მოქმედებს იქ მყოფი კუბელების და თავად კუბაში მცხოვრები მოქალაქეების ჩასართავად უკრაინაში, სამხედრო ოპერაციაში მონაწილე შეიარაღებულ ძალებში. ჰავანა ირწმუნება, რომ მცდელობები ნეიტრალიზებულია და ამ საქმიანობასთან კავშირის მქონე პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ქვეყნის იმიჯის შესალახად მისი მტრები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, თითქოს, კუბა მსგავსი ქმედებების თანამონაწილეა, მაშინ როცა, გაეროს ეგიდით აქტიურ როლს ასრულებს საომრად დაქირავების პრაქტიკის წინააღმდეგ და არ მონაწილეობს უკრაინის ომში.

2023 წლის მაისის ბოლოს, ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერდა, რომ ქალაქ რიაზანიდან უკრაინაში საომრად რუსებთან ერთად გაემგზავრნენ კუბის მოქალაქეები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები გააფორმეს.

რუსეთის ხელისუფლება კუბას მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG